მთავარიპოლიტიკა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი შეხვდა საქართველოს პრემიერ-მინისტრს

სრ პრემიერ -მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი შეხვდა სომხეთში სამუშაო ვიზიტით ჩამოსულ საქართველოს პრემიერ -მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს.

მიესალმა რა ქართველ კოლეგას, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ -მინისტრმა კიდევ ერთხელ გამოხატა თანაგრძნობა ბათუმში მომხდარი ტრაგიკული ინციდენტის გამო და მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს. ნიკოლ ფაშინიანმა მადლობა გადაუხადა ირაკლი ღარიბაშვილს, რომ მიუხედავად  საგანგებო მდგომარეობისა მან არ  გააუქმა ვიზიტი სომხეთში.

საქართველოს პრემიერ -მინისტრმა მადლობა გადაუხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ მინისტრს მხარდაჭერისთვის.

ნიკოლ ფაშინიანმა და ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადეს, რომ მაღალი დონის ინტენსიური ორმხრივი კონტაქტები მოწმობს სომხეთ-საქართველოს ურთიერთობების დინამიკურ განვითარებაზე და პოლიტიკური დიალოგის მაღალ დონეზე.

თანამოსაუბრეებმა განიხილეს სომხეთ-საქართველოს თანამშრომლობის დღის წესრიგი და პერსპექტივები. მათ გაცვალეს მოსაზრებები რეგიონალურ ვითარებასა და განვითარებულ მოვლენებზე. მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა მეგობრული ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებისთვის და შეთანხმდნენ აქტიური დიალოგის გაგრძელებაზე.

ნახეთ მეტი
Back to top button