საზოგადოება

ფრანსის ქიურქჯიანი გახდა Dior- ის მთავარი პარფიუმერი

Dior-მა ფრანსის ქიურქჯიანი დანიშნა მოდის სახლის მთავარ პარფიუმერად . ამის შესახებ ინფორმაციას WWD ავრცელებს.

ის შეცვლის მსოფლიოში ერთ -ერთ ყველაზე ცნობილ პარფიუმერს, ფრანსუა დემაშს, რომელმაც პენსიაზე გასვლა გადაწყვიტა. ამრიგად, ქიურქჯიანის დანიშვნა  „დიორის“ პარფიუმერიის ახალ ეპოქას აღნიშნავს. ის ამ თანამდებობას 18 ოქტომბრიდან დაიკავებს. ფრანსის ქიურქჯიანი  ფართოდ გახდა ცნობილი 24 წლის ასაკში, ჟან-პოლ გოტიეს Le Mâle სუნამოს შექმნის შემდეგ. მოგვიანებით ის თანამშრომლობდა Narciso Rodriguez-სთან, Giorgio Armani-თან და Lancôme-თან. ამის შემდეგ მან დააარსა საკუთარი ბრენდი Maison Francis Kurkdjian, რომლის საკონტროლო პაკეტი 2017 წელს შეიძინა LVMH -მა.  

ნახეთ მეტი
Back to top button