ანალიტიკამთავარი

პუტინი-ფაშინიანის შეხვედრა მოამზადებს ფაშინიან-ალიევის შეხვედრას: ექსპერტი

12 ოქტომბერს პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სამუშაო ვიზიტით ეწვევა რუსეთის ფედერაციას. ნიკოლ ფაშინიანი მოსკოვში შეხვდება რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს. კრემლის ცნობით, ორი ქვეყნის ლიდერები  განიხილავენ 9 ნოემბრის და 11 იანვრის სამმხრივი განცხადებების განხორციელებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ასევე ეკონომიკური კავშირების აღდგენის ნაბიჯებს.

ნიკოლ ფაშინიანი და ვლადიმერ პუტინი წელს უკვე სამჯერ შეხვდნენ  და სატელეფონო საუბარი 10 -ზე მეტჯერ გამართეს. ფაშინიან-პუტინის ბოლო შეხვედრა შედგა 7 ივლისს, სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ.

მოსკოვში პუტინი-ფაშინიანის შეხვედრა, სავარაუდოდ, 44-დღიანი ომის შემდგომ რეგიონში შექმნილ სიტუაციას შეეხება. რუსული მხარე ხაზს უსვამს დემარკაციის და დელიმიტაციის საკითხის მნიშვბნელობას და  რეგულარულად მოუწოდებს არ გადადონ პროცესი. სომხური მხარე ხაზს უსვამს მხარეების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას გასული წლის 9 ნოემბრისა და მიმდინარე წლის 11 იანვრის განცხადებების მიხედვით.

ამავე დროს, ირან-აზერბაიჯანის ურთიერთობა დაძაბულია. ექსპერტების აზრით, წითელი ხაზი გადაიკვეთა, რამაც შეიძლება სამხედრო შეტაკებებიც კი გამოიწვიოს. სიუნიქის გზის საკითხი გადაუჭრელი რჩება. გამოდის, რომ პუტინი-ფაშინიანის მომავალი შეხვედრის ფარგლებში განსახილველი თემები შეიძლება ბევრად უფრო ყოვლისმომცველი იყოს. რეფორმისტული პარტიის ლიდერი ვაჰან ბაბაიანი მიუთითებს სომხეთის დღის წესრიგის მთავარ პუნქტებზე, ესენია:  სამხედრო ტყვეების დაბრუნება, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების გაყვანა გაეროს მიერ აღიარებული სომხეთის სასაზღვრო რაიონებიდან. რაც შეეხება  გზებზე კონტროლს, ბაბაიანი აღნიშნავს:

„კომუნიკაციების საკითხში აუცილებელია გამოვრიცხოთ აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფი ნებისმიერი ტერიტორია ან მონაკვეთი. სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი გზების კონტროლი უნდა განახორციელოს სომხეთმა ან სომხეთის რესპუბლიკამ რუსეთთან ერთად.

„თუკი სომხურმა მხარემ უნდა გახსნას გზები, მაშინ რას უნდა მოველოდოთ აზერბაიჯანული მხარისაგან?” კითხულობს პოლიტიკოსი და ვარაუდობს, რომ ეს საკითხი ასევე აშკარად უნდა დაისვას პუტინ-ფაშინიანის შეხვედრისას. პოლიტიკოსის აზრით, ამ შეხვედრას კიდევ უფრო აძლიერებს ის ფაქტი, რომ ის ამზადებს ნიადაგს ფაშინიან-ალიევის  შეხვედრისთვის, რომლის დროსაც შესაძლებელია დოკუმენტის მაგიდაზე დადება.

„ხვალინდელი შეხვედრა არის ბოლო ხაზი ფაშინიან-ალიევის შეხვედრისთვის, დოკუმენტი დაიდება მაგიდაზე. სამწუხაროდ, ყველაფერი ფარულად ხდება, რადგან არავინ იცის რა შეთანხმებები შეიძლება იყოს“.

 ორბელის ანალიტიკური ცენტრის ექსპერტი ტარონ ჰოჰანისანიანი სომხური მხარის დღის წესრიგის პირველ საკითხად მიუთითებს ტყვეების დაბრუნებას. 9 ნოემბრის განცხადებით, ბაქომ აიღო სომეხი  ტყვეების დაბრუნების ვალდებულება, რაც მას ჯერ არ შეუსრულებია. გარდა ამისა აუცილებლად უნდა მოითხოვოს აზერბაიჯანისგან ჯარების გაყვანა სომხეთის ტერიტორიიდან, ამბობს ანალიტიკოსი.

„ჯარები  უნდა გაიყვანონ გეღარქუნიქისა და სიუნიქის ტერიტორიიდან, ეს არ არის პატარა ტერიტორია. ბოლო უნდა მოეღოს  სომხეთის რესპუბლიკის  გზების უკანონო გადაკეტვას.

სანამ ეს საკვანძო საკითხები არ მოგვარდება და აზერბაიჯანი არ შეცვლის თავის აგრესიულ პოლიტიკას, შეუძლებელია განიხილოს დემარკაციისა და დელიმიტაციის,  ასევე ინფრასტრუქტურის გახსნის საკითხი,  ამბობს ექსპერტი.

ფაშინიან-პუტინის შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელებულ განცხადებაში ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მიესალმნენ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების მიერ საჯარო განცხადებებს შეხვედრის შესახებ.

აღინიშნა, რომ თანათავმჯდომარეები მოუთმენლად ელიან შესაძლებლობას განიხილონ მხარეებთან ასეთი შეხვედრის პირობები და დეტალები და კიდევ ერთხელ დაადასტურეს თავიანთი მზადყოფნა უახლოეს მომავალში ეწვიონ რეგიონს,  ამ პროცესში შემდგომი ნაბიჯების განსახილველად.

ნახეთ მეტი
Back to top button