
საქართველოს პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გამორიცხა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადიცია.
„სააკაშვილს 6 წლით მოუწევს ციხეში გატარება. რაც მალე გააცნობიერებს რეალობას, მით უკეთესი იქნება მისთვის და მისი გუნდისთვის. ეს 100%-ით გამორიცხულია. უპირველეს ყოვლისა, არავინ მოითხოვს მის ექსტრადიციას და რომც მოითხოვონ, არავინ მოახდენს მის ექსტრადირებას. ის ვერ შეძლებს სხვა ქვეყანაში გამგზავრებას მინიმუმ ექვსი წლის განმავლობაში”, – თქვა მან.