ანალიტიკა

თურქეთი პრობლემებს უქმნის ირანს აზერბაიჯანისათვის დახმარების აღმოჩენით

ირანმცოდნე  ექსპერტმა გარიკ მისაკიანმა „Sputnik Armenia“-ის ეთერში კომენტარი გააკეთა  იმ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომ   ირანმა  უმაღლეს დონეზე მიზანში ამოიღო აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი  და მუშაობს პირდაპირ მის წინააღმდეგ.

ირანში პროპაგანდისტული ომის დაწყებისთანავე ამბობდნენ, რომ აზერბაიჯანის რეჟიმი ფაქტობრივად ახორციელებდა ანტიირანულ ოპერაციებს თურქეთისა და ისრაელის მხარდაჭერით. ასეთი მოსაზრება გამოთქვა ირანელმა ექსპერტმა გარიკ მისაკიანმა „Sputnik Armenia“-თან საუბრისას.

მისი აზრით, აზერბაიჯანის წინააღმდეგ  ნაბიჯები გადაიდგა ორი მიმართულებით, პირველ რიგში, იყო სასულიერო პირების კრიტიკა და განცხადებები, რომლებიც ხაზს უსვამდნენ იმას, რომ ირანს არ აქვს პრობლემა აზერბაიჯანელ ხალხთან, მეორეს მხრივ, ისინი ლაპარაკობდნენ  აზერბაიჯანში ჩამოყალიბებული ლიბანის „ჰეზბოლა“-ს მსგავსი ირანული ჯგუფების გააქტიურების შესახებ, რომელმაც უნდა განახორციელოს პროირანული საქმიანობა.

„ამ კონტექსტში ჯდება ირანის ერთ-ერთი მაღალი რანგის ჩინოვნიკის განცხადება, რომ უცხო ძალებთან ბრძოლაში  აზერბაიჯანელმა ხალხმა უნდა აიღოს მაგალითი ირანისაგან. ზოგადად, ყველა განცხადება ხაზს უსვამს ალიევის  ანტიირანულ როლს, ამიტომ  მის მიმართ მუქარასაც კი აჟღერებენ, რაც განსაკუთრებით გამძაფრდა მაშინ, როდესაც ალიევმა  საჯაროდ იკითხა, რატომ არ ატარებდა ირანის არმია სამხედრო წვრთნებს მაშინ, როდესაც არცახის  მიმდებარე ტერიტორიები სომხური ჯარების კონტროლის ქვეშ იმყოფებოდაო“.

მისაკიანმა აღნიშნა, რომ  ირანული სატვირთო მანქანების საგუშაგოების დახურვით, თურქეთი, თავის მხრივ, პრობლემებს უქმნის ირანს აზერბაიჯანისთვის დახმარების გაწევით.  ამ შემთხვევაში სომხეთმა მეტად სწრაფად უნდა შესძლოს ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის ექსპლოატაციაში გადაცემა, რითაც ის გახდება ირანისათვის სერიოზული სატრანზიტო ქვეყანა, ხოლო რაც შეეხება თურქეთ-ირანის კონფლიქტს, ორივე ქვეყანას კარგად ესმის, რომ ისინი თანაბარი ძალის  მქონე სახელმწიფოები არიან მათი პოტენციალით, მოსახლეობით, ეკონომიკით  და სამხედრო შესაძლებლობებით, ამიტომაც  ორივე თავიდან აიცილებენ სამხედრო კონფლიქტს.

ირანელი ექსპერტის აზრით, თურქეთსა და ირანს შორის რეგიონში უზენაესობისათვის მძაფრი კონკურენცია გაგრძელდება, როგორც ეს ადრე იყო , ახლა კი  ორ ქვეყანას შორის ურთიერთობა დაიძაბა სამხრეთ კავკასიაში არცახის ბოლო  ომის შემდეგ, მაგრამ  ამ მიმართულებით რაიმე აფეთქებას არ უნდა ველოდოთ.

აღსანიშნავია, რომ თურქეთმა დახურა ყველა საგუშაგო ირანული სატვირთო მანქანებისთვის. ირანთან ვაჭრობის განვითარების ასოციაციის ხელმძღვანელი ოზჩან ალაში  ამბობს, რომ ირანსა და თურქეთს შორის ვაჭრობა მთლიანად შეჩერებულია ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე დაძაბული ვითარების გამო.

ნახეთ მეტი
Back to top button