მთავარისაზოგადოება
ალენ სიმონიანმა თანაგრძნობა გამოუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს
სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული კრების თავმჯდომარემ ალენ სიმონიანმა თანაგრძნობა გამოუცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს კახა კუჭავას.
“არმენპრესის” ცნობით, სამძიმრის შეტყობინებაში, კერძოდ, ნათქვამია:
„ღრმა მწუხარებით შევიტყვე ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შესახებ, რამაც გამოიწვია ადამიანის მსხვერპლი და დაშავებები.
ვწუხვართ და გისამძიმრებთ თქვენ, დაღუპულთა ნათესავებს და მეგობრებს. დაშავებულებს ვუსურვებ სწრაფ გამოჯანმრთელებას.