მთავარიპოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მოუწოდა აზერბაიჯანს დაუყოვნებლივ დააბრუნოს ყველა სომეხი ტყვე

სომხური მხარისთვის მნიშვნელოვანი ანგარიში განიხილებოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, რომელიც სხვა მოთხოვნებთან ერთად აზერბაიჯანს მოუწოდებდა დაუყოვნებლივ დაებრუნებინა ყველა სომეხი ტყვე.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის ეროვნულ კრებაში  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სომხეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა რუბენ რუბინანმა  და წარმოადგინა დეტალები სესიის მუშაობიდან.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მორიგ სესიაზე განიხილებოდა სომხური მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესის ორი რეგულარული ანგარიში, რომელთაგან ერთი იყო სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ. ,,მან შეაფასა სომხეთის არჩევნები კონკურენტუნარიანი და კარგად ორგანიზებული. ეს, ფაქტობრივად, მეორე ეროვნული არჩევნებია სომხეთში, რომელსაც მაღალი შეფასება მისცა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას დამკვირვებლებმა”, – განაცხადა რუბინიანმა.

სომხური მხარისთვის მეორე საინტერესო ანგარიში ეხებოდა ყარაბაღის კონფლიქტის ჰუმანიტარულ შედეგებს.

”ეს თვეების განმავლობაში მზადდებოდა. ეს მოხსენება, ფაქტობრივად, შეიცავდა ყველა იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გვქონდა, და იმ პუნქტებს, რაც ჩვენ გვსურდა, რომ ანგარიშში ყოფილიყო. მასში ნათქვამია, რომ ომი არის კონფლიქტის მხარეების, როგორც ევროპის საბჭოს წევრების ვალდებულებების დარღვევა, და ასამბლეამ უნდა შეისწავლოს ეს საკითხი. დაფიქსირებულია თურქეთის მხარდაჭერით, სირიელ დაქირავებულთა გადაყვანა ყარაბაღში და მათი მონაწილეობა ომში. აშკარა მოწოდებაა აზერბაიჯანს, დაუყოვნებლივ დაუბრუნოს ყველა სომეხი სამხედრო ტყვე და სხვა დაკავებულები, მიუხედავად აზერბაიჯანში მათთვის მინიჭებული სტატუსისა”, – თქვა მან.

ანგარიშში ასევე საუბარია სომხური კულტურული მემკვიდრეობის საფრთხეებზე, გმობს აზერბაიჯანში ცრუ “ალბანური” თეზისის არსებობას. ის ასევე ეხება აზერბაიჯანის მაღალ დონეზე გამოყენებულ სიძულვილის ენას.

კითხვაზე – სომხეთის დელეგაციის წევრებს ჰქონდათ თუ არა კონტაქტები სტრასბურგში თურქ ან აზერბაიჯანელ დეპუტატებთან სესიის გარეთ, რუბინიანმა უარყოფითი პასუხი გასცა.

“მისალმების” გარდა არსებითი კომუნიკაცია არ ყოფილა. ”როგორც ადრე იყო, ასეა ახლაც”, – თქვა მან.

ნახეთ მეტი
Back to top button