მთავარიპოლიტიკა

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი გადაუჭრელი რჩება: მოსკოვში შედგა ფაშინიან-პუტინის შეხვედრა

კრემლში ადგილი ჰქონდა სომხეთის პრემიერ -მინისტრი ნიკოლ ფაშინიანისა და  რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შეხვედრას. როგორც “არმენპრესი” იუწყება, მიესალმა რა სომეხ კოლეგას, რფ პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მართალია ის მუდმივ სატელეფონო კავშირშია ფაშინიანთან, მაგრამ  საჭირო შედეგის მირწევის თვალსაზრისით პირადი შეხვედრები მუდან ეფექტურია. პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ ამჯერადაც იგივე იქნება.

„ჩვენ ვისაუბრებთ როგორც ოფიციალურ, ისე არაფორმალურ გარემოში, ვივახშმებთ, განვიხილავთ მიმდინარე საქმეებს, ვისაუბრებთ პერსპექტივებზე. უახლოეს მომავალში უნდა ჩატარდეს დსთ-ს სამიტი და  ამასთან დაკავშირებით ჩვენ უნდა შევათანხმოთ პოზიციები“, – თქვა პუტინმა.

სომხეთის პრემიერ -მინისტრმა მადლობა გადაუხადა მოწვევისთვის და აღნიშნა, რომ წელს ეს არის მეოთხე შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტთან. ”მე ვფიქრობ, რომ ასეთი ხშირი შეხვედრები მოწმობს ჩვენი ურთიერთობების მაღალ დინამიკაზე და ჩვენი სტრატეგიული მოკავშირე ურთიერთობების მნიშვნელობის გაგებაზე. რასაკვირველია, დინამიური პროცესები მიმდინარეობს ჩვენს რეგიონში, მთელ მსოფლიოში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეები ხშირად შეხვდნენ და ისაუბრონ. რა თქმა უნდა, სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვილაპარაკებთ  ჩვენს რეგიონში სიტუაციის სრულ სტაბილიზაციასთან დაკავშირებით. როგორც თქვენ შენიშნეთ, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი მოუგვარებელი რჩება, ცხადია, რომ რუსეთი, რომელიც ასევე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე ქვეყანაა, გადამწყვეტ როლს თამაშობს კონფლიქტის მოგვარებაში და ზოგადად ჩვენს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. რა თქმა უნდა, ყველა ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი საკვანძო საკითხებია. მე მოხარული  ვარ, რომ თქვენთან ერთად განვიხილავ მთელ ამ დღის წესრიგს”, – განაცხადა ფაშინიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button