პოლიტიკა

აქციაზე დღეს მიხეილ სააკაშვილის მიმართვას წაიკითხავენ

,,მთავარი არხი” წერს, რომ აქციაზე დღეს მიხეილ სააკაშვილის მიმართვას წაიკითხავენ.

იმის გამო რომ დღეს დასვენების დღეა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ვერ შევლენ მისი უფლებადამცველები.

ერთადერთი, ვინც შესაძლოა საკანში შეუშვან, მესამე პრეზიდენტის პირადი ექიმია, რომელიც უკვე ოთხი დღეა ნებართვას ელოდება.

გარდა ამის, უქმე დღეს საპატიმროში შესვლის უფლება აქვს ომბუდსმენს.

დღეს ზუსტად ორი კვირა გავიდა, რაც მიხეილ სააკაშვილი დააკავეს. ზუსტად 14 დღეა მესამე პრეზიდენტი შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება. 

თბილისში, 18 საათზე თავისუფლების მოედანზე დღეს გრანდიოზული აქცია იმართება, რომელსაც რეგიონებიდანაც უერთდება მოსახლეობა.

ნახეთ მეტი
Back to top button