მთავარიპოლიტიკა

თანათავმჯდომარეებთან მიღწეულ იქნა შეთანხმება ჰუმანიტარული საკითხების გადასაჭრელად. მირზოიანი

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების ერთობლივ შეხვედრაზე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან მიღწეული იქნა შეთანხმება ჰუმანიტარული საკითხების გადაჭრისა და სომეხი ტყვეების დაბრუნების თაობაზე.

როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ პრესკონფერენციაზე განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა, შეეხო რა ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის მორიგი სესიის ფარგლებში გამართულ შეხვედრებს.

მირზოიანმა განაცხადა, რომ სომხეთი მიესალმება სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლებას ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში და ხაზგასმით აღნიშნა, რომ სომხეთი მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებას ხედავს მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის მანდატის ფარგლებში.

”შეხვედრისას ჩვენ მივაღწიეთ კონკრეტულ შეთანხმებებს, პირველ რიგში განვიხილეთ და შევეცადეთ მოგვეგვარებინა ჰუმანიტარული საკითხები, როგორიცაა სომეხი სამხედრო ტყვეების გათავისუფლება, უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების და სამოქალაქო პირთა ბედის შემდგომი გარკვევა, სამუშაოები ამ მიმართულებით, აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ დარჩენილი სომხური კულტურის ძეგლებისადმი წვდომა და მთელი რიგი სხვა საკითხები, შემდგომში კი შევეცდებით ვიმსჯელოთ თანათავმჯდომარეობის მანდატის ძირითადი კომპონენტის – მყ სტატუსის გარშემო“,-აღნიშნა მირზოიანმა.

ნიუ იორკში შეხვედრების დროს საუბარი იყო მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების რეგიონში ვიზიტისთვის მზადებაზე. ამ საკითხზე უახლოეს დღეებში იქნება განმარტება.

კითხვაზე, მოსალოდნელია თუ არა შემდგომი შეხვედრები აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრთან ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების შუამავლობით, მირზოიანმა თქვა, რომ სულ მცირე მიღწეულია შეთანხმება პროცესის გაგრძელებისა და ახალი შეხვედრის ორგანიზების შესახებ.

9 ნოემბრის სამმხრივი განცხადების მიუხედავად, აზერბაიჯანი დღემდე სრულად არ აბრუნებს სომეხ ტყვეებს.

ნახეთ მეტი
Back to top button