მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს არცახის თავდაცვის არმიის სამხედრო ბაზაზე

14 ოქტომბრის საღამოს, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გახსნეს არცახის რესპუბლიკის აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე თავდაცვის არმიის სამხედრო ბაზაზე, რის შედეგადაც ექვსი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იუწყება.

ინციდენტის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა  რუსი სამშვიდობო ჯარების სარდლობას არცახში.

არცახის რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ იგი კვლავაც იცავს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს და მოუწოდებს აზერბაიჯანულ მხარეს თავი შეიკავოს დესტაბილიზაციური მოქმედებებისგან.

ნახეთ მეტი
Back to top button