მთავარიპოლიტიკა

მირზოიანმა და ლავროვმა მოსაზრებები გაცვალეს საერთაშორისო და რეგიონალურ უსაფრთხოების საკითხებზე

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი, რომელიც მინსკში იმყოფება დსთ -ს მინისტრთა საბჭოს სხდომაზე მონაწილეობის მისაღებად, შეხვდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს.

სომხეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს სომხეთ-რუსეთის მრავალმხრივი თანამშრომლობისა და მოკავშირე ურთიერთობების შემდგომი განვითარების საკითხები.

წყაროს ცნობით, თანამოსაუბრეებმა გაცვალეს მოსაზრებები  რეგიონულ უსაფრთხოებასა და სტაბილურობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. არარატ მირზოიანმა და სერგეი ლავროვმა ასევე განიხილეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხები.

ნახეთ მეტი
Back to top button