კულტურამთავარი

თბილისში ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმი გაიხსნება: პირველი ექსპონატებიც უკვე არის

მას შემდეგ რაც თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ფარაჯანოვის სახელი დაარქვეს, ინტელიგენციის  ჯგუფმა წამოაყენა წინადადება ფარაჯანოვის  სახლ-მუზეუმის გახსნის შესახებ. საქართველოს დედაქალაქში ბევრი მუზეუმია, მხოლოდ თბილისელი  სომეხი რეჟისორის სახლ-მუზეუმი აკლია.

ამ ცოტა ხნის წინ, თბილისის საკრებულოს სხდომაზე, როდესაც მიიღეს გადაწყვეტილება მთაწმინდის რაიონში, კოტე მესხის ქუჩის შესახვევისათვის  კინორეჟისორ სერგეი ფარაჯანოვის სახელი ეწოდებინათ, გაიმართა დისკუსია მისი სახლ-მუზეუმის გახსნის შესახებ. საკრებულოს ვიცე-პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ქუჩის დასახელება არის პროცესის დასაწყისი, რომ 45 წლის წინ ფარაჯანოვის მიერ მისთვის ნაჩუქარი ხალიჩა შეიძლება გახდეს მუზეუმის პირველი ექსპონატი. “რადიოლურთან” საუბარში აღნიშნა გაზეთ „საქართველოს“  მთავარმა რედაქტორმა ვან ბაიბურთმა.

„როდესაც საკრებულოს ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ სახლ-მუზეუმის გახსნის პროცესი დაწყებულია, პირველი ექსპონატები გროვდება, მე ვფიქრობ, რომ თბილისს მალე ექნება ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმი“,-ამბობს ბაიბურთი.

ფარაჯანოვის ხელოვნებაზე შეყვარებულმა ქართველმა რეჟისორმა გია ალავიძემ (ხოსე მაჯინერე) ხელმოწერების შეგროვება დაიწყო ფარაჯანოვის  სახლ-მუზეუმის გახსნის წინადადებით. მას გადაღებული აქვს ოცდაათამდე ფილმი ფარაჯანოვზე (“საუბრები ფარაჯანოვზე”). როგორც ის ამბობს,  მას უნდა, რომ ყველამ დაინახოს  თბილისელების სიყვარული ფარაჯანოვის მიმართ.  „რა თქმა უნდა, ერევანში არის მისი მშვენიერი სახლ-მუზეუმი, მაგრამ ის აქ დაიბადა, თბილისმა გახადა ის ისეთი, როგორიც იყო.  

ფარაჯანოვის გული თბილისშია…”.

ფარაჯანოვმცოდნეს უკვე აქვს მუზეუმის პირველი კოლექცია – ფარაჯანოვის სუნდუკი, რომელიც სავსეა ფერადი ქსოვილებით, მაქმანებით, მძივებით, ძველი გასაღებების შეკვრა, რომელიც შესანახად მიაბარა  თბილისის „თუმანიანის სახლის“ კულტურის ცენტრს.

 ცენტრის ხელმძღვანელის  გისანე ჰოვსეფიანის სიტყვებით:  „ფარაჯანოვის ნამუშევრები მიიტანეს თუმანიანის სახლში – კოლაჟები, თოჯინები, მისი სკამი, სუნდუკი და ზარდახშა.  ეს არის პირადი ნივთები, რომლებიც ეპარქიის წინამძღვრის ნებართვით ჩვენთან შეინახება  მანამ,  სანამ ხოსეს გეგმები ფარაჯანოვთან დაკავშირებით რეალობად იქცევა“.

ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმი ერევანში

თბილისში არსებობს მოსაზრება, რომ ფარაჯანოვისგან აღარაფერი დარჩა მისი გარდაცვალების შემდეგ ნივთები სრულად გადაიტანეს ერევანში. თუმცა, ფარაჯანოვის შედევრების ნახვა შესაძლებელია თბილისის ძალიან ძველ სახლებში.

თუმცა მისი სახლი გაიყიდა, გადაიქცა სასტუმროდ, მაგრამ ეს სახლი ანდამატივით იზიდავს  მრავალ ტურისტს.  მეზობლები  გვიჩვენებენ ფარაჯანოვთან გადაღებულ ფოტოებს, მისგან მიღებულ უნიკალურ საჩუქრებს,  მოგვითხრობენ  ფარაჯანოვის სახლის აივანზე ყოველ საღამოს ორგანიზებული წარმოდგენების შესახებ.

“ერთ დღეს მან დამირეკა დილით ადრე:

” ზურაბ, დაგავიწყდა? დღეს შენი დაბადების დღეა”. საჩუქრები მომცა, მათ შორის კიევიდან ჩამოტანილი პიანინო, რომელზეც ოდესღაც სოფიკო ჭიაურელს დაუკრავს“.

ქართველ ინტელიგენციას  სურს, რომ ფარაჯანოვის სახლ-მუზეუმი გაიხსნას სწორედ იმ სახლში, სადაც ის ცხოვრობდა და მუშაობდა. ზუსტად ამ სახლზე ამბობდა ფარაჯანოვი:  “მე ვცხოვრობ თბილისში, ჩემი მშობლების ძველ სახლში. როცა წვიმს, მე ქოლგით მძინავს, მაგრამ ძალიან ბედნიერი ვარ, თავი ტარკოვსკის ფილმების გმირი მგონია“.

ავტორი: გიტა ელიბეკიანი

ნახეთ მეტი
Back to top button