საზოგადოება

საქართველოსთან სასაზღვრო გამშვები პუნქტის სამუშაო საათები გაიზარდა

გაიზარდა სასაზღვრო გამშვები პუნქტების სამუშაო საათები. საქართველოში სომხეთის საელჩოს ცნობით, საზღვარი ღია იქნება შუაღამემდე, 24:00 საათამდე.

„სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს შეუძლიათ საქართველოში შემოსვლა ბაგრატაშენ-სადახლო-ბავრა-ნინოწმინდის სასაზღვრო გამშვები პუნქტების გავლით. სასაზღვრო გამშვები პუნქტები ღიაა ყოველდღე 10:00 საათიდან 24:00 საათამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ აქამდე სასაზღვრო გამშვები პუნქტები ღია იყო 22:00 საათამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button