მთავარიპოლიტიკა

აზერბაიჯანულმა მხარემ მკვეთრად შეცვალა სროლის მიმართულება: ახლა ადამიანებს იღებენ მიზანში (ვიდეო)

აზერბაიჯანული მხარე აგრძელებს პროვოკაციას და მკვეთრად არღვევს 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებით  მიღწეულ შეთანხმებებს.ამის შესახებ ნათქვამია არცახის  რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

„მათმა  დაიწყეს მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობით ქალაქ მარტაკერტში და შემდეგ გააგრძელეს საკონტაქტო  ხაზის სხვადასხვა ნაწილში. თუ წარსულში სროლებს ხშირად ჰქონდათ გამაფრთხილებელი მიზანი – ისინი არ იყო მიმართული სომეხი სამხედროების წინააღმდეგ, ამ  ბოლო დღეებში სროლის მიმართულება მკვეთრად შეიცვალა, უმიზნებენ ადამიანებს.

გუშინ, მარტუნის რაიონში, ნორ შენის თემის მახლობლად სოფლის მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად სომხური მხარე იძულებული გახდა დაებომბა აზერბაიჯანის პოზიციები. მოპირდაპირე მხარიდან სროლები ისე გარკვევით ისმოდა, რომ ის ასახული იქნა სომხეთის პოზიციებზე განთავსებულ ვიდეოდანადგარებზე.  (ვიდეო ერთვის)

ვიდეო ადასტურებს მტრის პროვოკაციულ ქცევას და  ნათლად აჩვენებს, რომ სომხური მხარე ერთგულია 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი განცხადებით  მიღწეულ შეთანხმებებისა.

ნახეთ მეტი
Back to top button