საზოგადოება

გეგმავს თუ არა მთავრობა აუცრელი პირებისთვის რეგულაციების შემოღებას – თურნავას განმარტება

,,Metronome.ge” წერს, რომ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, მთავრობა ამ ეტაპზე აუცრელი პირებისთვის გარკვეული რეგულაციების დაწესებას არ გეგმავს.

როგორც მან მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, მსგავსი რეგულაციები მოქმედებს ევროპის იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინირებულთა რაოდენობა 60-70%-ს შეადგენს.

“მოგეხსენებათ, რომ ზოგიერთი ევროპული ქვეყანა მიყვება ამ გზას. ე.წ. ირიბი იძულების მეთოდების შემოიღო. რესტორნებში, სასტუმროებში და შოპინგ მოლებში აუცრელი ადამიანები ვეღარ შედიან, თუმცა ეს ისეთ ქვეყნებში ხდება, სადაც აცრის დონე და აცრილთა რაოდენობა არის საკმაოდ მაღალი, 60-70%. ეს შედარებით უმტკივნეულოდ ხდება იქ. ჩვენ ჯერჯერობით იძულების ზომებს არ განვიხილავთ, თუმცა მივესალმები მე პირადად ცალკეული ბიზნესების ინიციატივებს, რომ გახდნენ თვითონ ე.წ. მწვანე სტატუსის მატარებლები და თავისი გადაწყვეტილებით მათ აქვთ უფლება, რომ გარკვეული რეგულაციები თავისი ობიექტის შიგნით შემოიღონ. ამ ეტაპზე ჯერჯერობით ჩვენ არ განვიხილავთ”, – განაცხადა თურნავამ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 კვირის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა და დადებითობის დღიური მაჩვენებელი კვლავ გაიზარდა.

ნახეთ მეტი
Back to top button