მთავარიპოლიტიკა

ერასხის სახლებზე აზერბაიჯანის მიზანმიმართული სროლა ტერორისტული აქტია. სრ ომბუდსმენი

აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების მიზანმიმართული ცეცხლი 16 ოქტომბრის ღამეს, არარატის რეგიონის ერასხის თემის სამოქალაქო სახლების მიმართულებით ტერორისტული აქტია. როგორც “არმენპრესი” იტყობინება, ამის შესახებ “ფეისბუქის” გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა სომხეთის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა.

„16 ოქტომბერს, დაახლოებით 23 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის არარატის რეგიონის თემს ერასხს. განგაშის თანახმად, გასროლა სამოქალაქო სახლებისკენ იყო მიმართული.

სროლისთანავე ცეცხლი წაეკიდა ერასხის თემის მკვიდრის 3-4 ათასი  თივის შეკვრას. მეხანძრეების დროული მისვლის წყალობით მოხდა ხანძრის ჩაქრობა, რათა ის სახლების მიმართულებით არ გავრცელებულიყო.

ეს არის ტერორისტული აქტები. ”ეს მოქმედებები არის აზერბაიჯანის ხელისუფლების მტრული და ფაშიზმის პოლიტიკის პირდაპირი შედეგი”, – თქვა მან.

მისივე თქმით, ეს სიგნალები ადამიანის უფლებათა დამცველის მისამართით დადასტურდა ფაქტების დამდგენი სამუშაოების ფარგლებში, ობიექტური მტკიცებულებებით და რამდენიმე წყაროს მიერ დამოწმებული მონაცემებით.

“აზერბაიჯანელი სამხედროებისთვის აშკარაა, რომ ისინი ზიანს აყენებენ სოფლის მოსახლეობას, ანადგურებენ მათ ქონებას, არღვევენ მათ სიცოცხლისა და საკუთრების უფლებას, არღვევენ მშვიდობიან სიცოცხლეს და უსაფრთხოებას”, – განაცხადა არმან თათოიანმა და დასძინა, რომ ეს საქციელი კიდევ ერთხელ ასაბუთებს, რომ უნდა შესრულდეს  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2021 წლის 27 სექტემბრის რეზოლუციის 2391 (2021) უსაფრთხოების დემილიტარიზებული ზონის შექმნის მოთხოვნა.

ნახეთ მეტი
Back to top button