კულტურა

„ერთისთვის – ნაგავი, მეორისთვის – ხელოვნება“: ერევანში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან დამზადებული ქანდაკებები დამონტაჟდება

„ერთისთვის – ნაგავი, მეორისთვის – ხელოვნება“: ეს არის იმ პროექტის სლოგანი, რომელიც  ერევნის მუნიციპალიტეტს  კულტურულმა ფონდმა „არე“-მ  წარუდგინა ქლაქის მერიას.  ფონდის დირექტორის მარინე კაროიანის თქმით, პროექტის მიზანია ჩვენს გარშემო არსებული სამყაროს ხელახალი ინტერპრეტაცია, იმის ჩვენება, რომ ის, რაც მიწაზე ყრია, ყოველთვის არ არის ნაგავი.

„ერევანში არის რამდენიმე ქანდაკება, რომლებიც რკინის ნაჭრებისგანაა გაკეთებული, მაგალითად, სკულპტურები “მოსკოვის” კინოთეატრის წინ. ჩვენი პროექტის თანახმად, ქანდაკებები უნდა გაკეთდეს ექსკლუზიურად საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან. ისინი უნდა მომზადდეს მყარ საფუძველზე, შემდეგ მყარად იქნას დაფიქსირებული საგამოფენო ადგილას, რათა უზრუნველყოფილი იქნას  მათი გრძელვადიანი არსებობა, ”-ამბობს მარინე კაროიანი.

ერევანში დამონტაჟდება  ნარჩენების 4 ქანდაკება, ადგილები განისაზღვრება სკულპტურების ზომის მიხედვით. ერევნის მუნიციპალიტეტის კულტურული ფონდის „არე“-ს წარმომადგენლებისგან შემდგარი საბჭო გადაწყვეტს რომელი ქანდაკებები გაიმარჯვებს და განთავსდება დედაქალაქში.

Triënnale 2018; STUDIOKCA – ‘Skyscraper (the Bruges Whale)’

„ესკიზები წინასწარ უნდა იყოს წარმოდგენილი. შესაძლებელია იყოს 3D-ს, ქანდაკების ან ესკიზის სახით. პრეზენტაციის ფორმასაც მიექცევა ყურადღება“, – ამბობს მარინე კაროიანი.

„ასეთი ქანდაკებებია მსოფლიოს ბევრ ქალაქში. ეს ითვლება თანამედროვე ხელოვნებად და აძლევს ქალაქს თანამედროვე სულს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ქანდაკებები ხდება ქალაქის ახალი მახასიათებლები, ” – ამბობს ფონდის დირექტორი.

კონკურსზე განაცხადის შეტანა შესაძლებელია ინდივიდუალურად ან შემოქმედებითი ჯგუფის მიერ. ქანდაკებები უნდა იყოს 3-4 მეტრი სიმაღლის.  კონკურსის გამარჯვებულები მიიღებენ ფულად  პრიზებს, რომელშიც ჩართულია ავტორის ჰონორარი და განთავსებისათვის საჭირო ხარჯები.  მოწონებული  ქანდაკებების  ავტორებმა უნდა განახორციელონ ქანდაკების საბოლოო მომზადება და მონტაჟი განსაზღვრულ ვადაში. განაცხადები მიიღება 30 ნოემბრამდე.

ნახეთ მეტი
Back to top button