საზოგადოება

საფრანგეთში “რუსულ მაფიასთან” კავშირში ბრალდებული ქართველები დააკავეს

,,მთვარი არხი” წერს, რომ საფრანგეთში ქართველები დააკავეს – ეროვნულმა ჟანდარმერიამ რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისგან შემდგარი 37-კაციანი ჯგუფი აიყვანა. 

ჟანდარმერიის ცნობით, “რუსულენოვან მაფიასთან” კავშირის მქონე, სომხური და ქართული ჯგუფები უკანონოდ ვაჭრობდნენ სიგარეტით და მოპარულ ავტომანქანებს ყიდდნენ.

ბრალდებულების ვინაობა ამ ეტაპზე უცნობია. ჟანდარმერიის ცნობით ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორსი იმყოფებიან. ირკვევა, რომ დაჯგუფებას რამდენიმე წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ.

ნახეთ მეტი
Back to top button