პოლიტიკა

აზერბაიჯანს ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აღებული ვალდებულებების დარღვევისათვის პასუხი უნდა მოეთხოვოს: სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

სომხეთმაც  და აზერბაიჯანმაც,  როდესაც ისინი უერთდებოდნენ   ევროპის საბჭოს 2001 წელს,  პირობა დადეს, რომ   მთიანი ყარაბაღის კონფლიქტს  მოაგვარებდნენ  ექსკლუზიურად მშვიდობიანი გზით. 44-დღიანი ომი იყო აზერბაიჯანის მიერ ამ ვალდებულებების დარღვევა, მას პასუხი უნდა მოეთხოვოს ევროპის საბჭოსგან. ამის შესახებ ილაპარაკა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვაჰე გევორგიანმა  ევროპის საბჭოში სომხეთის გაწევრიანების  20 წლის იუბილესთან დაკავშირებით.

მიმართა რა ელჩებს,  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ არსებობის 72 წლის განმავლობაში ევროპის საბჭომ შეიმუშავა ევროპული კონტინენტის კონვენციის სისტემა, ევროპული სტანდარტები და ნორმები, რომლებიც  საბჭოს მიზნების განხორციელების საფუძველს წარმოადგენს.

„დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ სომხეთმა აირჩია დემოკრატიის გზა. ეს არჩევანი აშკარა იყო. სომხეთი თავისი ისტორიით, კულტურით, სომხური საზოგადოება თავისი ღირებულებითი სისტემით არის ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი“, -აღნიშნა ვაჰე გევორგიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button