საზოგადოება

კორონავირუსის 5 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 36 ადამიანი

,,Metronome.ge” წერს, რომ Covid 19-ით კიდევ 36 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 56 555 ტესტი და დადასტურდა  5 739 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  2 082 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 10.15%, ბოლო 7 დღის 9.12%, ხოლო ბოლო 14 დღის – 8.64%.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 670 552 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 616 937 პაციენტი და გარდაიცვალა – 9 546.

ნახეთ მეტი
Back to top button