მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს ჩართულობას არცახში ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევაში

სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა 18 ოქტომბერს მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დემოკრატიის საკითხეით მომხსენებელთა ჯგუფის ხელმძღვანელი, შვედეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ევროპის საბჭოში  მარტინ ეჰნბერგი და მისი ხელმძღვანელობით დელეგაცია. დელეგაციაში ასევე შედიოდნენ საფრანგეთის, რუსეთის, შვეიცარიის, ფინეთის, ესტონეთის, ანდორას, ისლანდიის ელჩები და სომხეთში ევროპის საბჭოს სამდივნოს წარმომადგენლები.

როგორც „არმენპრესს“ განუცხადეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, მინისტრმა მირზოიანმა და ელჩმა ეჰნბერგმა კმაყოფილება გამოთქვეს სომხეთსა და ევროპის საბჭოს შორის დამყარებული მრავალმხრივი თანამშრომლობის გამო და დარწმუნდნენ, რომ ეფექტური თანამშრომლობა კიდევ უფრო განვითარდება. არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს მიერ გაწეული დახმარების ფუნდამენტურ როლს დემოკრატიული რეფორმების სფეროში, სომხეთში კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფაში. ამ კონტექსტში მნიშვნელობა მიენიჭა ევროპის საბჭო-სომხეთის 2019-2022 წლების სამოქმედო გეგმის განხორციელებას.

“შეეხო რა აზერბაიჯანის მიერ არცახის წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიას ადამიანის უფლებების უხეში დარღვევებით და შემდგომ შექმნილ სიტუაციას, მინისტრმა მაღალი შეფასება მისცა ომის პირველივე დღიდან საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ განცხადებებს და მოწოდებებს  ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოებიდან. არცახში შექმნილი ჰუმანიტარული კრიზისის დაძლევის კონტექსტში, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროპის საბჭოს კომპეტენტური ორგანოების, შეუფერხებელი ჩართულობის აუცილებლობას”, – ნათქვამია განცხადებაში.

წყაროს ცნობით, არარატ მირზოიანმა ხაზი გაუსვა, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს სომეხი სამხედრო ტყვეების და სამოქალაქო პირთა მძევლად დატოვებას, რაც საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის, ასევე სამმხრივი განცხადებით მისი ვალდებულებების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.  

ნახეთ მეტი
Back to top button