ეკონომიკამთავარი

მჰერ გრიგორიანმა აღნიშნა სომხეთში გაზის ფასის გარშემო სტაბილური მდგომარეობის შენარჩუნების მთავარი ფაქტორი

სომხეთისთვის გაზპრომის ჯგუფთან გაზის ფასზე მოლაპარაკება არის მიმდინარე პროცესი, რომელიც არ წყდება და კვლავ მიმდინარეობს.

“არმენპრესის” ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა სომხეთის ვიცე-პრემიერმა მჰერ გრიგორიანმა. ”ჩვენ გვაქვს კონსენსუსი საზღვარზე გაზის ფასთან და სომხეთის ტერიტორიაზე მოქმედ ტარიფთან დაკდავშირებით, რადგან 2019 წლიდან ჩვენ რთულ მოლაპარაკებებში ვართ, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეს საკითხი სიღრმისეულად განვიხილეთ, გარკვეული თვალსაზრისით, ჩვენ შევთანხმდით, მაგრამ გლობალური გაგებით რა პრობლემა გვაქვს “გაზპრომის” ჯგუფთან დაკავშირებით? 2013 წლის ხელშეკრულების საფუძველზე აშენდა მე-5 ენერგობლოკი, რომელიც არის თბოელექტროსადგური, რომელიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებს. სამწუხაროდ, თბოელექტროსადგური ახლა არ მუშაობს. სომხეთში გაზპრომის ჯგუფის მიერ განხორციელებული ყველა ინვესტიცია იმავე ხელშეკრულებით უნდა იყოს   დაახლოებით 9% შემოსავლიანი წლიურად. სადგურის მშენებლობა სერიოზული და მსხვილი ინვესტიციაა, მაგრამ დღეს ეს ინვესტიცია არ გამოიმუშავებს შემოსავალს, რომელიც უზრუნველყოფს 2013 წლის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომგებიანობას“, – განაცხადა გრიგორიანმა.

მან დასძინა, რომ ეს საკითხი დღის წესრიგშია, დისკუსია გრძელდება, თუ ჩვენ შევძლებთ ამ საკითხის მოგვარებას, გვექნება ძალიან სტაბილური მდგომარეობა გაზის ფასთან დაკავშირებით. ვიცე-პრემიერმა შეახსენა, რომ გაზის ფასმა მსოფლიოში მინიმუმ $ 940 მიაღწია, ხოლო სომხეთისთვის $ 165-ია, ”მაგრამ ამ ნაწილშიც კი, უახლოეს მომავალში არ იქნება პრობლემები, თუ ჩვენ მოვახერხებთ მე-5 ენერგობლოკისთვის გადაწყვეტილებების პოვნას, ვიპოვოთ მუშაობის ისეთი ოპტიმალური რეჟიმი, რომელიც შეესაბამება 2013 წლის შეთანხმების ლოგიკას”, – აღნიშნა ვიცე-Პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button