ანალიტიკამთავარი

სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება სერიოზულად უნდა იქნას მიღებული: არნოლდ სტეფანიანი

 გასულ კვირას თბილისში გაიმართა საპროტესტო აქცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. რა მოვლენები შეიძლება მოხდეს საქართველოს შიდა პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც გავლენას მოახდენს ამ ქვეყნის რეგიონულ პოლიტიკაზე?  “არაჯინ ლრატვაკან“-ი ამ თემაზე ესაუბრა ინიციატივა “მრავალეროვანი საქართველოს” ხელმძღვანელს  არნოლდ სტეფანიანს.

სტეფანიანის თქმით, საკითხი მხოლოდ აქცია არ არის.

„სხვადასხვა შეფასებით, აქციაში 30-000-50․000 ადამიანი მონაწილეობდა. მე უფრო ვვარუდობ, რომ იყო 35,000 ადამიანი, რადგან ეს გამზირი არ იტევს მეტ ადამიანს. ეს არის იმ ადამიანების ხუთი პროცენტი, ვინც ხმა მისცა სააკაშვილის პარტიას. მაგრამ არავის უკვირს, რომ მხოლოდ ხუთი პროცენტი გამოვიდა ქუჩაში. რამდენად შეძლებს ამ ხუთმა  პროცენტმა გავლენა მოახდინოს სიტუაციაზე? საქართველოს უახლეს ისტორიაში იყო შემთხვევები, როდესაც ეს გავლენა არსებობდა, მაგრამ ასევე იყო შემთხვევები, როდესაც არანაირი გავლენა არ ყოფილა. ჩემი აზრით, კითხვა არ არის ის, რასაც ისინი ახლა ჩადიან სააკაშვილისთვის, არამედ ის, თუ რა მოხდება მომავალში კონკურენტ პოლიტიკურ ძალებს შორის, რამდენად შეძლებენ ისინი საზოგადოების მობილიზებას, რამდენად შეძლებენ თავიანთი საერთაშორისო პარტნიორების ჩართვას  ამ ყველაფერში, ზოგადად რა პროცესები განვითარდება მთელს  საქართველოში და საერთოდ  ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, სააკაშვილის გათავისუფლების საკითხი დაკავშირებულია რთულ საკითხებთან, რომლებიც არა ქვეყნის შიგნით, არამედ ქვეყნის გარეთაც მიმდინარეობს. სააკაშვილი არის გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც იყენებს მეტოქის ნებისმიერ წარუმატებლობას, იყენებს ყველა შესაძლებლობას, რაც შეიძლება იყოს მის სასარგებლოდ. სააკაშვილი არის ადამიანი, რომელიც არ ემორჩილება წესებს, ამიტომაც ძნელია პროგნოზირება პოლიტიკურ კონკურენციაში.  რა თქმა უნდა, ჩვენ ამ ყველაფერს სერიოზულად უნდა მივუდგეთ და, საერთოდ, მის საქართველოში დაბრუნებას მისი მთავარი მეტოქეები ძალიან სერიოზულად უნდა მოეკიდონ”, – თქვა არნოლდ სტეფანიანმა.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა დასუსტებულ საქართველოს ხელისუფლებას  თავს მოახვიონ 3 + 3 ფორმატი,  სტეფანიანმა უპასუხა, რომ ამ კონტექსტში ძალიან საინტერესოა პრემიერ -მინისტრის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ მას არ სურს ამ ფორმატში მონაწილეობა, მას ესმის, რომ ძნელია იქნება,  მაგრამ აუცილებელი!

„რასაკვირველია, არსებობს ინტერესი თანამშრომლობის მიმართ, მაგრამ ცხადია, რომ რთული იქნება მუშაობა დამპყრობელ ქვეყანასთან.   მე ვფიქრობ, რომ სომხეთშიც  ჩნდება ასეთი კითხვები: რამდენად არის შესაძლებელი იმ ქვეყნებთან მუშაობა, რომლებიც არასტაბილურ ქცევას ავლენენ საერთაშორისო არენაზე? მე ვფიქრობ, რომ ძალიან საინტერესო იქნება პროცესში ისეთი პარტნიორების ჩართვა, რომლებსაც „აქვთ სტაბილური ქცევა“ და წარმატებით მუშაობენ ჩვენს ქვეყნებთან ბოლო 20 წლის განმავლობაში. ჩვენ ვსაუბრობთ იმ ქვეყნების ჩართვაზე, რომლებსაც აქვთ სტაბილური ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემა და არიან პოტენციური მოთამაშეები საერთაშორისო ასპარეზზე. ძალიან ლოგიკური და მნიშვნელოვანი  იქნებოდა მათი რაღაც სტატუსით ამ ფორმატში ჩართვა“,  – დაასკვნა არნოლდ სტეფანიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button