ეკონომიკამთავარი

სანოსიანის ვარაუდით, რუსული მხარეც ისურვებს მონაწილეობა მიიღოს ჩრდილოეთ-სამხრეთის მაგისტრალის მშენებლობაში

სომხეთის ტერიტორიული მართვისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი გნელ სანოსიანი შეეხო საკითხს ჩრდილოეთი-სამხრეთის საავტომობილო დერეფნის მშენებლობაში რუსეთის მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ. გნელ სანოსიანი ამ თემას შეეხო სომხურ-რუსული რეგიონთაშორისი ფორუმის ფარგლებში ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე.

“ჩვენ გვექნება საკმაოდ დიდი ტენდერის პროცესი, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიიღოს სხვადასხვა საერთაშორისო სამშენებლო ორგანიზაციამ. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორების მხრიდან რუსული მხარისგან იქნება სურვილი”, – “არმენპრესის” მიხედვით, იტყობინება სანოსიანი.

საავტომობილო გზის ქაჯარან-სისანის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოების დაწყების საკითხზე საუბრისას სანოსიანმა ხაზი გაუსვა, რომ ეს არის ფართომასშტაბიანი პროცესი, ის არ შეიძლება სწრაფად მოხდეს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არსებობს გარკვეული საერთაშორისო საკრედიტო საშუალებები, რიგი პროცედურებია საჭირო პარტნიორებთან შესათანხმებლად. “ტენდერი გამოცხადდება მიმდინარე წლის ბოლოს, მაგრამ რამდენიმე თვე დასჭირდება, სანამ რიგი ეტაპები შეჯამდება, გამარჯვებული კომპანია ან კომპანიები გახდებიან ცნობილი, რის შემდეგაც დაიწყება ახალი სამშენებლო პროცესი”, – განმარტა მინისტრმა.

ნახეთ მეტი
Back to top button