პოლიტიკა

ბევრი პრობლემა არსებობს, რაც ართულებს პროცესს. მჰერ გრიგორიანი დემარკაციის შესახებ

სომხეთის ვიცე -პრემიერი მჰერ გრიგორიანი შეეხო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დემარკაციაზე შესაძლო სამუშაოების დაწყების საკითხს.

“არმენპრესის” ცნობით, გრიგორიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ საზღვრებზე სასაუბროდ, ჩვენ ჯერ სრულად უნდა შევისწავლოთ საზღვრებთან დაკავშირებული მთელი სამართლებრივი ჩარჩო, უფრო მეტიც, სამართლებრივი ბაზა, სადაც არის ორი ქვეყნისს თანხმობა, ხელმოწერა ან მიერთება რაიმე დოკუმენტის. მისი თქმით, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი რუქებზე საუბარი, რადგან რუკა მხოლოდ სქემაა. რუქის ქვეშ უნდა არსებობდეს სამართლებრივი საფუძველი, ამ იურიდიულ საფუძველზე ჩვენ ვმუშაობთ, ვიკვლევთ, ვაგროვებთ და მხოლოდ ანალიზის შემდეგ იქნება შესაძლებელი ლაპარაკი რუქებზე, მათ საფუძველზე გარკვეული პროცესების განხორციელების მიზნით”, – თქვა გრიგორიანმა.

ამავე დროს, ვიცე -პრემიერმა ხაზი გაუსვა, რომ არის ბევრი პრობლემა, რომელიც ართულებს პროცესებს. ”ცალკეულ პროცესებს შეიძლება ჰქონდეთ განხორციელების გარკვეული ლოგიკა, მაგრამ ზოგადი ატმოსფერო ბევრად უკეთესი უნდა იყოს”, – თქვა ვიცე -პრემიერმა, მხედველობაში ჰქონდა რა 2021 წლის მაისში სომხეთის ტერიტორიაზე ზერბაიჯანული შეიარაღებული ძალების უკანონო შეჭრა,  ასევე აზერბაიჯანში დაკავებული სომეხი ტყვეების საკითხი.

ნახეთ მეტი
Back to top button