საზოგადოება

სომხეთის საინჟინრო პოტენციალი წარმოდგენილი იქნება სომხეთის საინჟინრო კვირეულზე

სომხეთის საინჟინრო სფეროში მთავარი ყოველწლიური ღონისძიება-“სომხეთი-ინჟინერიის კვირა 2021” გაიმართება 21-25 ოქტომბერს ერევანში, ვანაძორსა და გიუმრში.

ეს ტრადიციული ყოველწლიური ღონისძიებები დაიწყება 21 ოქტომბერს. 22 ოქტომბერს ღონისძიებები საინჟინრო ქალაქში საგამოფენო განყოფილების გახსნით გაგრძელდება. პროფესიული დისკუსიების დასკვნითი ღონისძიება გაიმართება 23 ოქტომბერს ვანაძორის ტექნოლოგიურ ცენტრში.

ღონისძიებაზე  ინჟინრები წარმოადგენენ თავიანთ უახლეს მიღწევებს საავტომობილო, ნახევარგამტარების, კოსმოსური, ელექტრონიკის, მაღალტექნოლოგიური, ბიოსამედიცინო, კიბერუსაფრთხოების, საგანმანათლებლო და სხვა ინდუსტრიებში.

ნახეთ მეტი
Back to top button