პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დამცველმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრ ელჩებს გააცნო აზერბაიჯანულთა დანაშაულობების მტკიცებულებები

სომხეთის რესპუბლიკის ადამიანის უფლებათა დამცველმა არმან თათოიანმა მიიღო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის დემოკრატიის საკითხებში მაღალი მომხსენებლების ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობდა დელეგაციის ხელმძღვანელი, ევროპის საბჭოში შვედეთის მუდმივი წარმომადგენელი, ელჩი მარტინ ეჰნბერგი. შეხვედრას ესწრებოდა სომხეთის მუდმივი წარმომადგენელი ევროპის საბჭოში პარუირ ჰოვანისიანი.

არმან თათოიანმა წარმოადგინა ომის დანაშაულის მტკიცებულება და წამების დასაბუთება უფლებადამცველთან, ირანუშ საჰაკიანთან ერთად. ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის ოფისი ავრცელებს.

“ადამიანის უფლებათა დამცველმა წარმოადგინა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამხედრო დანაშაულები არცახის ომის დროს, 2020 წლის ნოემბერ-დეკემბერში. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულ თავდასხმებს თან ახლდა არაადამიანური და სასტიკი მოპყრობა, თავების მოკვეთა და წამება როგორც სამხედრო ტყვეების, ასევე სამოქალაქო პატიმრებისაც.

არმან თათოიანმა წარმოადგინა მტკიცებულება, რომ აზერბაიჯანში ანტისომხური განწყობა დახურულ ჯაჭვშია: გენერირდება აზერბაიჯანის ხელისუფლების მიერ, მათ შორის უმაღლესი ორგანოების მიერ, შემდეგ ფართოდ გამოიყენება თითქმის ერთნაირად, კულტურული, სპორტული და სხვა საზოგადო მოღვაწეების წახალისებით და იმსახურებს საზოგადოებას მოწონებას, ხშირად მიზანში იღებენ ბავშვებსაც.

შეხვედრისას არმან თათოიანმა და სირანუშ საჰაკიანმა დეტალურად ისაუბრეს აზერბაიჯანში მყოფი სომეხი ტყვეების დაბრუნების აქტუალურობაზე და აღნიშნეს, რომ მათი “ტერორისტებად” ან “დივერსანტებად” წარმოჩენა უხეშად არღვევს საერთაშორისო მოთხოვნებს.

სირანუშ საჰაკიანმა აღნიშნა, რომ სომხური მხარის ყველა სამხედრო მოსამსახურე, ტყვეობაში მყოფი სამოქალაქო პირები, დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ ყოველგვარი პოლიტიკური და სხვა წინაპირობების გარეშე.

ნახეთ მეტი
Back to top button