საზოგადოება
„აზრთა სომხური სამიტი“ დილიჯანში უკვე მესამედ გაიმართება
23-24 ოქტომბერს სომხეთი მესამედ უმასპინძლებს პრესტიჟულ საერთაშორისო „აზრთა სამიტს“ („Summit of Minds“). საფრანგეთის ქალაქ შამონში ყოველწლიურად გამართული „აზრთა სამიტს“ 2019 წლიდან სომხეთი მასპინძლობს და სახელწოდება „აზრთა სომხური სამიტი“ მიიღო. მისი ორგანიზების შესახებ განსაკუთრებული შეთანხმება მიღწეულია 2018 წლის სექტემბერში, როდესაც პრეზიდენტი არმენ სარქისიანი მონაწილეობდა როგორც მთავარი მომხსენებელი ყოველწლიურ “აზრთა სამიტზე”.
ტრადიციული „აზრთა სომხური სამიტი“ რომელიც ტარდება დილიჯანში, დღეს გახდა უნიკალური სომხური ბრენდი. იგი იმართება სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არმენ სარქისიანის ეგიდით, მთავარი პარტნიორები არიან ავტორიტეტული ანალიტიკური ჟურნალი “The Monthly Barometer” და სომხეთის ცენტრალური ბანკი.