საზოგადოება

თბილისში ნარკორეალიზაციის ბრალდებით 11 პირი იქნა დაკავებული

,,არმენპრესის“ გადმოცემით პოლიციამ თბილისში ბოლო 10 დღეში ნარკორეალიზაციის ბრალდებით 11 პირი დააკავა. ამის შესახებ 21 ოქტომბრის ბრიფინგზე გამოსვლისას განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის ცენტრალური დეპარტამენტის დირექტორმა მამუკა ჭელიძემ.

ყველა დაკავება ბოლო 10 დღის განმავლობაში მოხდა თბილისის ფონიჭალის დასახლებაში. დაკავებულები 20-დან 65 წლამდე არიან. დაკავებულებს ბრალი ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ. უწყების ცნობით, დამტკიცების შემთხვევაში ბრალი ითვალისწინებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას:

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატურად ყიდდნენ. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკული საშუალებების – „ჰეროინის“, „ალფა-პვპ“-ს და „ბუპრენორფინის“ საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩაწერა“, – აღნიშნა მამუკა ჭელიძემ:

ერთ-ერთი ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ და ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები: ელექტროსასწორი და კოვზი.

ჭელიძის მიხედვით, დაკავებულებს შორის არის უცხო ქვეყნის მოქალაქეც, მისი პირადი ჩხრეკისას პოლიციამ ნივთმტკიცებად ამოიღო ფული – 1000 ლარი, მისი დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად კი – 3 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება.

შსს მონაცემებით, თანხა მიღებულ იქნა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის შედეგად. შსს-მ გამოაქვეყნა დაკავებების და საკონტროლო შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეოჩანაწერები. თბილისში ფონიჭალა ითვლება ,,ნარკორეალიზატორთა ბუნაგად“, – იუწყება ,,სპუტნიკი“.

ნახეთ მეტი
Back to top button