მთავარიპოლიტიკა

კიმ კარდაშიანი 41 წლის იუბილეს აღნიშნავს: როგორ შეძლო მან მსოფლიოს გულის მოგება

კიმ კარდაშიანი მართლაც ფენომენალური მოვლენაა შოუბიზნესის სამყაროში. დღეს მას მხოლოდ ინსტაგრამზე დაახლოებით 260 მილიონი გამომწერი ჰყავს. ეს 50 მილიონით მეტია ბრაზილიის მოსახლეობაზე, რომელიც მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე დასახლებული ქვეყნების რეიტინგში. ამის შესახებ  ვრცელ სტატის აქვეყნებს „სპუტნიკი სომხეთი“, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

ის ფაქტი, რომ ის ასე ცნობილია, კიდევ უფრო გასაკვირია, თუ გავითვალისწინებთ, რომ ბუნებამ კიმი არაჩვეულებრივი გონებრივი შესაძლებლობებით ან განსაკუთრებული ნიჭით არ დააჯილდოვა. როგორც შოუბიზნესის მსოფლიო ვარსკვლავი, ის არც მსახიობია, არც მომღერალი, არც სპორტსმენი და არც IT გენიოსი.

თქვენ წინააღმდეგი იქნებით და იიკითხავთ:  „აბა მისი სხეულის მდიდარი ნაკვთები“?

კიმის სხეულის ნაწილები მართლაც მომხიბლველი არიან, მაგრამ ის ერთადერთი არ არის ვინც ლამაზ სხეულს ფლობს.  

სატელევიზიო ვარსკვლავის კრიტიკოსებს ხშირად ახსოვთ მისი პირველი ნაბიჯები დიდების გზაზე და ასახელებენ მის ქორწინებებს, როგორც საწყის “კაპიტალს”.

კიმი სამჯერ იყო დაქორწინებული. მუსიკალურ პროდიუსერ დეიმონ თომასთან, „ნიუ ჯერსი ნეტსის“  კალათბურთელ თავდამსხმელ კრის ჰამფრისთან და მსოფლიოში ცნობილ რეპერ ქანიე უესტთან ერთად. ამ უკანასკნელისგან მას ოთხი შვილი ჰყავს.

მაგრამ ახლა მიმდევრების აბსოლუტური უმრავლესობა აღიქვამს კიმს, როგორც გენიალურ და გიჟურ სექსუალურ ქალ-დედას და არა პორნო-სკანდალისტს,  რა სახითაც  ის კარიერის დასაწყისში გამოჩნდა, დიდი ხანია დავიწყებულია. მით უმეტეს, რომ ტელევარსკვლავმა აღიარა, რომ ჯერ კიდევ რცხვენია ამის გახსენების…

მიუხედავად კიმ კარდაშიანის საკამათო რეპუტაციისა, კონსერვატიულმა სომხურმა საზოგადოებამ მიიღო და შეიყვარა კიდეც. ის სიამაყით საუბრობს თავის ფესვებზე და სომხეთის პოპულარიზაციაში მან მარტო გააკეთა ის, რასაც მთელი სახელმწიფო სისტემა და სხვადასხვა ორგანიზაციები ვერ აკეთებენ.

ორი წლის წინ ამერიკელი სატელევიზიო ვარსკვლავი კვლავ ჩამოვიდა სომხეთში, რათა მონაწილეობა მიეღო WCIT-2019 საინფორმაციო ტექნოლოგიების მსოფლიო კონგრესში. ამჯერად მას მისი უფროსი და, კორტნი ახლდა. მეტიც, დები ბავშვებთან ერთად მოვიდნენ და ისინი ეჯმიაძინში მონათლეს. კიმ კარდაშიანის ოთხი შვილიდან სამი მოინათლა ეჯმიაძინში, ხოლო უფროსი ქალიშვილი იერუსალიმის სომხურ ეკლესიაში 2015 წელს.

ხოლო 2020 წლის 44-დღიანი არცახის ომის დროს კიმმა საერთაშორისო საზოგადოებას სომხეთის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

ერთი სიტყვით, კიმი ყველანაირად უჭერს მხარს სომხეთსა და არცახს. გასაკვირი არ არის, რომ მთელ მსოფლიოში სომხები მზად არიან მხარი დაუჭირონ ამერიკულ სომეხ ვარსკვლავს, თუმცა  მას ორაზროვანი რეპუტაცია აქვს. და ეს მხარდაჭერა ძალიან გამოადგა მაშინ, როცა ც აზერბაიჯანელი  მომხმარებლები  “თავს დაესხნენ” ტელევარსკვლავს მისი არცახის  ომთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი პუბლიკაციებისათვის.  

ნახეთ მეტი
Back to top button