მთავარიპოლიტიკა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი და სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი შეეხნენ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საკითხს

21 ოქტომბერს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებით ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ტოივო კლაარი და მისი ხელმძღვანელობით დელეგაცია.

როგორც „არმენპრესს“ განუცხადა სომხეთის მთავრობის ოფიციალურმა პირმა, პრემიერ-მინისტრმა კმაყოფილება გამოთქვა სომხეთ-ევროკავშირის დიალოგის დინამიურ გააქტიურებასთან დაკდავშირებით და აღნიშნა, რომ სომხეთი მნიშვნელოვნად მიიჩნევს ევროკავშირთან პარტნიორობის უწყვეტ განვითარებას.

ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა პრემიერ-მინისტრ ფაშინიანს გადასცა ევროსაბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის თბილი მოკითხვა და აღნიშნა, რომ ევროკავშირი მზად არის გააღრმავოს პარტნიორობა სომხეთთან.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა აზრები გაცვალეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგთან დაკავშირებით. განიხილეს სხვადასხვა ფორმატებში, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობის ხელშეწყობის პერსპექტივები.

მხარეებმა ისაუბრეს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარებისა და რეგიონული მნიშვნელობის რიგ საკითხებზე, აგრეთვე მოლაპარაკების პროცესის განახლებაზე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის ფარგლებში და ხაზგასმით აღნიშნეს ამ ფორმატის მნიშვნელობა.

ტოივო კლაარმა ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს რეგიონში ნდობისა და დიალოგის ატმოსფეროს დამყარების პროცესს, რაც ხელს შეუწყობს მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას.

ნახეთ მეტი
Back to top button