მთავარიპოლიტიკა

სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს

21 ოქტომბერს სომხეთის  საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა მიიღო ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ხავიერ კოლომინა პირისი.

თანამოსაუბრეებმა კმაყოფილება გამოთქვეს სომხეთსა და ნატოს შორის პოლიტიკური დიალოგის დონით. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არარატ მირზოიანმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის განხორციელებას, როგორც ეფექტურ ინსტრუმენტს სომხეთ-ნატოს  თანამშრომლობის განვითარებისათვის. ხავიერ კოლომინა პირისმა აღნიშნა, რომ სომხეთი ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საიმედო პარტნიორად ითვლება.

საუბარი შეეხო საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში სომხური სამშვიდობო დანაყოფების უწყვეტ ჩართვას. ხავიერ კოლომინა პირისმა მადლობა გადაუხადა სომხეთს ნატოს სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის.

მინისტრმა მირზოიანმა ასევე აღნიშნა გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის „ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება“ დებულებების შესრულება და ამ კუთხით სომხეთის მთავრობის მიერ ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელება.

ნახეთ მეტი
Back to top button