საზოგადოება
კომპანია “მოდერნას” 620 400 ცალი ვაქცინა საჩუქრად სომხეთს
ნორვეგიის სამეფო სომხეთს „სპიკევაქსის“ ვაქცინას გადასცემს.
„გუშინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ სამმხრივ შეთანხმებას სომხეთის რესპუბლიკასა და ნორვეგიის სამეფოსა და კომპანია „Moderna“-ს შორის“, – ამის შესახებ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ნორვეგიის სამეფოს და კომპანია “მოდერნას” ეპიდემიის დაძლევის მიმართულებით დახმარებისათვის.