სომხეთის პრემიერ -მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო საფრანგეთის ახლადდანიშნული საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სომხეთში ანა ლუიო.
პრემიერ-მინისტრი მიესალმა ელჩს და მიულოცა თანამდებობაზე დანიშვნა.
პრემიერმა ხაზი გაუსვა საფრანგეთის როლს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეობის, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების ეფექტურობის თვალსაზრისით.
ელჩმა ლუიომ მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრს თბილი მასპინძლობისთვის.
როგორც ანა ლუიომ აღნიშნა, თავისი საქმიანობის განმავლობაში ის ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ ორი ქვეყნების პოლიტიკურ და ეკონომიკური ურთიერთობებს ახალი იმპულსი შესძინოს.