პოლიტიკა
სომხეთ-რუსეთის გაერთიანებულმა სამხედრო ჯგუფმა სიუნიქში სამხედრო წვრთნები გამართა. ვიდეო

სრ სიუნიქის ოლქის ერთ-ერთ სამხედრო საწვრთნელში სომხურ-რუსეთის გაერთიანებულმა სამხედრო ჯგუფმა ტაქტიკური სამხედრო წვრთნები გამართა. მოტო-სასროლო, სატანკო, საარტილერიო და ქვეითი ნაწილები ასრულებდნენ მაღალი დონის წვრთნებს პირობითი მტრის აგრესიის მოსაგერიებლად.
სწავლების აქტიური ეტაპის შემდეგ გამორჩეული სამხედროები დაჯილდოვდნენ. ჯგუფის მეთაურმა, გენერალ -ლეიტენანტმა ტიგრან ფარვანიანმა ხაზი გაუსვა სამხედროების მაღალ ოსტატობას და სხვადასხვა ქვედანაყოფების ერთობლივი მუშაობის ეფექტურობას.
მისი თქმით, სწავლების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო კოორდინირებული მოქმედებების განვითარება, ორი ქვეყნის შეიარაღებული ძალების ჰარმონიზაცია. ფარვანიანმა აღნიშნა, რომ ჯარებმა შეძლეს ამ ამოცანის სათანადო დონეზე შესრულება.