საზოგადოება

თურქეთიდან საქართველოში 25 ტონა მავნე კარტოფილის შემოტანა სცადეს

სარფის საბაჟო პუნქტზე (საქართველო-თურქეთის საზღვარი) ქართველმა მესაზღვრეებმა 25 000 კილოგრამი კარტოფილით დატვირთული სატვირთო მანქანა ქვეყანაში არ შეუშვეს. ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განცხადებაშია ნათქვამი.

ფიტოსანიტარული შემოწმების დროს ექსპერტებმა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოაჩინეს.

ამის შემდეგ, ყველა კარტოფილი თურქეთში უკან დააბრუნეს, იტყობინება Sputnik.

ნახეთ მეტი
Back to top button