კულტურა

სომხეთში მეცნიერების დაფინანსება 83%-ით გაიზრდება.

სომხეთში 2022 წელს მეცნიერების დასაფინანსებლად 83%-ით მეტი თანხის გამოყოფა იგეგმება. ამის შესახებ პარლამენტის მუდმივმოქმედი კომიტეტების გაერთიანებულ სხდომებზე „სომხეთის რესპუბლიკის 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონპროექტის განხილვისას განაცხადა სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა.

„საჭიროა გრძელვადიანი ინვესტიციები მეცნიერებასა და განათლებაში ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენის უზრუნველსაყოფად, რაც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. 2022 წელს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის გამოყოფილი თანხა 27%-ით გაიზრდება“, – განაცხადა ფაშინიანმა. დღეისათვის 76 სკოლა და 51 საბავშვო ბაღი უკვე შენდება, რეკონსტრუქცია ან რემონტი მიმდინარეობს. „2022 წელს მხოლოდ მეცნიერების დაფინანსებისთვის 83%-ით მეტი თანხა გამოიყოფა, ხოლო სამეცნიერო თემატური კვლევებისთვის გამოყოფილი თანხა 2,5-ჯერ მეტია“, – განაცხადა პრემიერმა.

ნახეთ მეტი
Back to top button