მთავარიპოლიტიკა

დღეს სომხეთის პარლამენტში მომხდარი ტერაქტისას დაღუპულთა ხსოვნის დღეა

დღეს, 1999 წლის 27 ოქტომბერს, პარლამენტში  ტერაქტის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის დღეა. საკანონმდებლო ორგანოს დარბაზში შესულმა 5 ადამიანისგან შემდგარმა შეიარაღებულმა  კრიმინალურმა  ჯგუფმა სროლა ატეხა, რასაც  ემსხვერპლნენ პარლამენტის თავმჯდომარე კარენ დემირჩიანი, პრემიერ-მინისტრი ვაზგენ სარქისიანი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები რუბენ მიროიანი, იური ბახშიანი, პარლამენტარები მიქაელ ქოთანიანი, ჰენრიკ აბრაჰამიანი, არმენაკ არმენაკიანი და მინისტრი ლეონარდ პეტროსიანი. რამდენიმე დეპუტატი დაიჭრა.  დეპუტატები ერთი დღის განმავლობაში მძევლად იქნენ აყვანილი.

დანაშაულებრივი ჯგუფის სასამართლო პროცესი 3 წელი გაგრძელდა, საბოლოოდ მათ  სამუდამო პატიმრობა შეეფარდათ.

ეს იყო  არა მხოლოდ  ტერორიზმი პოლიტიკოსების წინააღმდეგ, არამედ ახლად შექმნილი დამოუკიდებელი  სახელმწიფოს ხერხემალზე უძლიერესი დარტყმა.

დღეს, ტრადიციისამებრ, პარლამენტის ეზოში განთავსებულ ძეგლთან ხსოვნის  ღონისძიება გაიმართება.

ნახეთ მეტი
Back to top button