ეკონომიკამთავარი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: მოსკოვი ოპტიმისტურად არის განწყობილი სომხეთში ინვესტირების პერსპექტივის მიმართ

მოსკოვი ოპტიმისტურად არის განწყობილი სომხეთის ეკონომიკაში ინვესტირების პერსპექტივის მიმართ. ეს მოსაზრება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ „რია ნოვოსტისთვის მიცემულ ინტერვიუში გამოთქვა.

„ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივა არ არის ცუდი. ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი ამ პერსპექტივების მიმართ და ვფიქრობთ, რომ სომხეთს ნამდვილად აქვს მთელი რიგი სფეროები, რომლებიც მიმზიდველი იქნება რუსი ინვესტორებისთვის, მათ შორის მსხვილი ინვესტორებისთვის“, – განაცხადა რუდენკომ.

მანამდე რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ დიმიტრი ვოლვაჩმა განაცხადა, რომ რუსეთის 2,2 მილიარდი დოლარის ინვესტიციები სომხეთში მალე,  კიდევ 1 მილიარდი დოლარით გაიზრდება. მან ასევე განმარტა, რომ ეს თანხები მიმართული იქნება ენერგეტიკის, ინფრასტრუქტურისა და ტრანსპორტის სფეროებში.

ნახეთ მეტი
Back to top button