პოლიტიკა
სომხეთში წმინდა საყდრის სამოციქულო ეპარქია გაიხსნება
დღეს, 27 ოქტომბერს სომხეთში ოფიციალური ვიზიტით წმინდა საყდრის მდივნის მოადგილე ედგარ პენია ფარანი ჩამოვა. ის სომხეთის წმინდა საყდრის სამოციქულო ეპარქიის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ამის შესახებ სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.
27 ოქტომბერს, სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება შეხვედრა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანსა და წმინდა საყდრის გენერალურ საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილეს ედგარ პენია ფარანს შორის.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები სომხეთის პრეზიდენტთან არმენ სარქისიანთან, პრემიერ მინისტრთან ნიკოლ ფაშინიანთან,მის უწმინდესობასთან, სრულიად სომეხთა კათოლიკოსთან გარეგინ II-სთან.