საერთაშორისო

უკარინის სახალხო დამცველი მოინახულებს სააკაშვილს

როგორც NETGAZETI.GE აქვეყნებს, მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად და მისი უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად საქართველოში უკრაინის სახალხო დამცველი ჩამოვიდა.

ლიუდმილა დენისოვამ უკვე მოინახულა სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებაში და თქვა, რომ მის პირად ექიმთანაც შეხვედრას გეგმავს.

„დღეს ჩვენ გვქონდა საშუალება, მოგვენახულებინა უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი. მე პირადად მინდა გავეცნო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას იმიტომ, რომ დღეს მისი შიმშილობის 27-ე დღეა. მინდა გავიგო და დავრწმუნდე, თუ რამდენად აღმოუჩენენ დახმარებას ციხის საავადმყოფოში,“ — ამბობს დენისოვა. მისი სიტყვების თარგმანს ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.

დენისოვას თქმითვე, თუ ციხის საავადმყოფო არ აკმაყოფილებს იმ ნორმებს, რომელიც სააკაშვილისთვისაა საჭირო, ის მზად არის შეხვდეს მის პირად ექიმსაც.

„ჩემი ვიზიტის მთავარი მიზანი არის ის, გავარკვიო, რამდენადაა დაცული მისი უფლებები აქ,“ — აცხადებს ის.

ჟურნალისტებთან საუბარში სახალხო დამცველი ასევე გამოეხმაურა სააკაშვილის უკრაინელი ადვოკატის სიტყვებსაც, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში დასაბუთების გარეშე არ შემოუშვეს. დენისოვა დასძენს, რომ „გავარკვევთ, რამდენად სწორად მოხდა ადვოკატის არშემოშვება საქართველოში“.

ნახეთ მეტი
Back to top button