მთავარიპოლიტიკა

ერევანში ვატიკანის საელჩო გაიხსნა (ფოტო)

ერევანში ვატიკანის საელჩოს ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა. სამოციქულო დელეგაციის გახსნის ცერემონიას ესწრებოდა ვატიკანის ოფიციალური დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა   წმინდა საყდრის სახელმწიფო მდივნის მოადგილე მისი უწმინდესობა  ედგარ პენია  პარა.  სომხეთში  წმინდა საყდრის სამოციქულო ეპარქიის გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდა სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი. მინისტრის თქმით, წმინდა საყდარი პირველ ქრისტიანულ ქვეყანაში სამოციქულო ეპარქიას ხსნის, რაც სომხეთ-წმინდა საყდრის თანამშრომლობის ახალი ეტაპის დასაწყისია. არარატ მირზოიანმა მადლობა გადაუხადა წმიდა საყდარს სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის და ასეთი დანაშაულების პრევენციაში შეტანილი  წვლილისთვის.

ვატიკანელმა სტუმარმა პატივი მიაგო გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას

 „ძალიან მაღალ შეფასებას ვაძლევთ  აზერბაიჯანის მიერ არცახის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ გაჩაღებული 44-დღიანი ომის დროს უწმინდესის მიერ გამოგზავნილ მესიჯებს, ასევე მოწოდებას სამხედრო ტყვეების დაუყოვნებლივი გათავისუფლების შესახებ “, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გენოციდის მუზეუმში
ედგარ პენია პარა ჩანაწერს აკეთებს გენოციდის მუზეუმის სტუმართა წიგნში

აღსანიშნავია, რომ წმიდა საყდარსა და სომხეთს შორის ურთიერთობა უმაღლეს დონეზეა შენარჩუნებული.

ნახეთ მეტი
Back to top button