საზოგადოება

სააკაშვილი: უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე და შემოწმებაზე

,,Metronome.ge” წერს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობასთან დაკავშირებულ შემოწმებასა და მკურნალობაზე უარს ამბობს.

როგორც ყოფილი პრეზიდენტის წერილშია აღნიშნული, ის მხოლოდ იმ წამლებს მიიღებს, რომლებიც შიმშილობასთან არ იქნება დაკავშირებული.

“ამ წუთიდან უარს ვამბობ შიმშილობასთან დაკავშირებულ ყველანაირ მკურნალობაზე, ანალიზებზე, რეანომობილის ბრიგადის მომსახურებაზე და შემოწმებებზე. მხოლოდ მივიღებ იმ წამლებს, რაც შიმშილობას არ უკავშირდება, სანამ შეხვედრათა ოთახს არ დაუბრუნებთ პირვანდელ სახეს და არ მომეცემა ჩემი პროცესუალური უფლებებით სარგებლობის საშუალება”, – ნათქვამია სააკაშვილის წერილში.

შეგახსენებთ, რომ სააკაშვილი უკვე 27-ე დღეა რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში, პატიმრობაში იმყოფება და შიმშილობს.

ნახეთ მეტი
Back to top button