საერთაშორისო

კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება: ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის შიმშილობასთან დაკავშირებული კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ კანონის თანახმად, ადამიანს თავის მოკვლის უფლება აქვს. ამის შესახებ წერს „ნეტგაზეთი.გე“.

ტელეკომპანია “იმედის” გადაცემის “იმედი LIVE”-ის წამყვანმა ღარიბაშვილს ჰკითხა, რით შეიძლება დასრულდეს სააკაშვილის შიმშილობა.

“გასაგებია, თუ დამძიმდება, სამედიცინო დახმარებას გაუწევენ, მაგრამ ფინალი რა შეიძლება იყოს ამის?” — ჰკითხა მან ღარიბაშვილს, რაზეც ამ უკანასკნელმა მიუგო:

“ფინალი, არ ვიცი ახლა… ადამიანი თუ თავის ჯანმრთელობას იზიანებს… ის კი არა, უფრო მეტიც: კანონში წერია, რომ ადამიანს აქვს თვითმკვლელობის უფლება.

თუ ადამიანი გადაწყვეტს, რომ თავი მოიკლას, შეუძლია, მოიკლას, მაგრამ ამაზე, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ვერ აიღებს პასუხისმგებლობას“.

ნახეთ მეტი
Back to top button