მთავარიპოლიტიკა

სომხეთი რუსეთთან სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობებს განიხილავს

სომხეთი რუსეთთან ერთად მსჯელობს, თუ როგორ შეიძლება წინ წავიდნენ სომხურ-თურქული ურთიერთობების ნორმალიზაციის პროცესში.

ამის შესახებ მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე განაცხადა სომხეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა არმენ გრიგორიანმა.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ დავიწყოთ მსჯელობა თურქეთთან ურთიერთობების ნორმალიზაციის საკითხზე. როგორც ვთქვი, ჩვენ რუს კოლეგებთან ერთად განვიხილავთ, თუ როგორ შეგვიძლია წინსვლა ამ პროცესში. ვფიქრობ, ამ სამუშაოს დაწყება უფრო ეფექტური იქნება, რადგან ჩვენ, და თურქულმა მხარემ აღვნიშნეთ, რომ არის დადებითი სტიმულები და შეგვიძლია დავიწყოთ ურთიერთობების ნორმალიზაცია.

ნახეთ მეტი
Back to top button