მთავარიპოლიტიკა

სრ ომბუდსმენი გეღარქუნიქის რეგიონში აზერბაიჯანული ჯარების უკანონო განლაგების ფაქტებს აქვეყნებს

სომხეთის  ომბუდსმენმა არმან თათოიანმა გამოაქვეყნა ფაქტობრივი ანალიზი აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი უკანონო განლაგების შესახებ გეღარქუნის რაიონის სოფლების უშუალო სიახლოვეს.

„მათი დანაშაულებრივი ქმედებებისა და ყოფნის გამო, სომხეთის  ბიზნესკომპანია ვერ სარგებლობს მისთვის  გამოყოფილი 200 ჰექტარი მიწის ნაკვეთით, რომელიც კანონიერად არის გამოყოფილი სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით და საკადასტრო კომიტეტის საკუთრების მოწმობით, სადაც 75 ჰა-ზე  აშენდა ორი  ქარის ელსადგური,  ზარალი 5 მილიონ დოლარად არის შეფასებული.

მეტიც, აზერბაიჯანის უკანონო „გადმოცოცების“ შედეგად, მშვიდობიანი მოსახლეობა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების სამიზნედ იქნა გამოყენებული.  რეგულარული დაბომბვით საფრთხე ემუქრება ხალხის მშვიდ ცხოვრებას და უსაფრთხოებას, ირღვევა სიცოცხლის უფლება, ადამიანებს ართმევენ საკუთრების უფლებას და სოფლის მეურნეობით ოჯახის შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.

„ეს ფაქტები გადაეგზავნება შესაბამის საერთაშორისო ორგანოებს, ასევე სრ სახელმწიფო ორგანოებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს თავიანთ საქმიანობაში გამოსაყენებლად“, – დასძინა თათოიანმა.

ნახეთ მეტი
Back to top button