მთავარიპოლიტიკა

წმინდა საყდრის სამოციქულო საყდრის გახსნა ძლიერი სტიმულია სომხეთ-ვატიკანის ურთიერთობებისთვის

პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა მიიღო წმინდა საყდრის მთავარეპისკოპოსის მოადგილე (სახელმწიფო მდივნის მოადგილე) გენერალურ საკითხებში ედგარ პენია პარა და მისი თანმხლები პირნი. შეხვედრას ესწრებოდნენ სომხეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ვატიკანში კარენ ნაზარიანი და წმინდა საყდრის არქიეპისკოპოსი ხოსე აველინო ბეტანკური.

ნიკოლ ფაშინიანი მიესალმა სტუმარს და დიდი  მნიშვნელობა მიანიჭა, წმინდა საყდრის მიერ სომხეთში  სამოციქულო ეპარქიის გახსნას და აღნიშნა, რომ   წმინდა საყდრის სამოციქულო საყდრის გახსნა ძლიერი სტიმულია სომხეთ-ვატიკანის ურთიერთობებისთვის.

პრემიერმა მადლობა  მოახსენა  წმიდა საყდარს სომეხთა გენოციდთან დაკავშირებით პრინციპული პოზიციის დაფიქსირებისთვის და იმ გამოხმაურებისათვის, რომელიც  წმინდა საყდარმა გამოიჩინა 44 -დღიანი ომის დღეებში.

მხარეებმა აზრები გაცვალეს სომხეთი-ვატიკანის ურთიერთობებსა და რეგიონულ საკითხებზე.

ნახეთ მეტი
Back to top button