მთავარიპოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები სომხეთს ეწვევიან

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლები კიმო კილუნენი (ფინეთი) და ბორიანა აბერგი (შვედეთი) 3-5 ნოემბერს სომხეთს ეწვევიან. ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა იტყობინება.

სომხეთში განხილვებისას  ყურადღება დაეთმობა  საარჩევნო რეფორმებს, საკონსტიტუციო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობებს, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას, მედიის მდგომარეობას, ასევე მთიანი ყარაბაღის კონფლიქტსა  და მის გავლენას  სომხეთის დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე.

თანამომხსენებლები ერევანში შეხვედრებს გამართავენ სომხეთის ხელისუფლებასთან, საპარლამენტო კომიტეტების წევრებთან, ევროსაბჭოში სომხეთის დელეგაციის წევრებთან და პარლამენტის ფრაქციების ხელმძღვანელებთან. ისინი ასევე შეხვდებიან სასამართლოს, დიპლომატიური საზოგადოებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს.

ნახეთ მეტი
Back to top button