საზოგადოება

„მოდერნას“ ვაქცინის ნაჩუქარი 620 ათასი დოზა სომხეთშია

ნორვეგიის მიერ Team Europe ინიციატივის ფარგლებში, ,,ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის“ მხარდაჭერით, სომხეთისთვის ნაჩუქარი Moderna ვაქცინის 620 000 დოზა უკვე სომხეთშია.

როგორც „არმენპრესი“ იუწყება, სრ ჯანდაცვის სამინისტროს ცნობაზე დაყრდნობით, საჩუქარი ჯანდაცვის სამინისტროს აეროპორტ „ზვართნოცში“ გადასცეს სომხეთში ევროკავშირის ელჩმა ანდრეა ვიქტორინმა და ნორვეგიის სამეფოს ელჩმა სომხეთში ჰელენ სანდ ანდრესენმა.

„მადლობას ვუხდით ნორვეგიას და ევროკავშირს COVID-19 ვაქცინის პარტიისთვის, განსაკუთრებით სომხეთისთვის ამ რთულ პერიოდში. გვექნება შესაძლებლობა გავზარდოთ მოსახლეობის აცრების პროცენტული მაჩვენებელი, გავაფართოვოთ დაფარვა სომხეთის მასშტაბით. ამ ეპიდემიას სოლიდარობითა და გაერთიანებით დავძლევთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ანაჰიტ ავანესიანმა.

„ვიმედოვნებთ, რომ ვაქცინა სომხეთს დაეხმარება ეპიდემიისგან თავის დაცვაში, სოლიდარობის გამოვლენაში საყვარელ ადამიანებთან და ფართო საზოგადოებასთან“, – განაცხადა ჰელენ სანდ ანდრესენმა, ნორვეგიის სამეფოს ელჩმა სომხეთში.

„მიგვაჩნია, რომ ვაქცინის მიწოდება ხდება საჭირო დროს, რომ სომხეთის მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ვაქცინების ფართო სპექტრის გამო, შესაძლებელი იქნება ვაქცინაციის უფრო მაღალი მაჩვენებლის უზრუნველყოფა. ვაქცინები არის გზა COVID-19-თან საბრძოლველად, მის შესამსუბუქებლად, შესაჩერებლად“, – თქვა ევროკავშირის ელჩმა ვიქტორინმა.

ნახეთ მეტი
Back to top button